среда, 29 октября 2014 г.



  ტრენინგის მეშვიდე დღე:

ტრენინგის მეშვიდე დღეს პროექტის გეგმა მივიყვანე დასასრულამდე. ვისწავლეთ საავტორი უფლებების დაცვა.
     


воскресенье, 26 октября 2014 г.


ტრენინგის მეექვსე დღე:

მეექვსე დღეს დავასრულეთ მოსწავლის ნაშრომზე მუშაობა  PowerPoint--ში, ინტერნეტის მეშვეობით სურათების ჩასმა და სლაიდშოუს გაკეთება. იყო სახალისო სამუშაო და პროდუქტიული.


суббота, 25 октября 2014 г.



    ტრენინგის მეხუთე დღე:

       ტრენინგის მეხუთე დღეს სასწავლო პროექტის შევსება  გავაგრძელეთ. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ -- ჩვევები. ვისწავლეთ  google ფორმების გამოყენება -- სტატისტიკური მონაცემების შედგენა, გაგზავნა, გაზიარება.







воскресенье, 19 октября 2014 г.


ტრენინგის მეოთხე დღე:

        ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ  პროექტის გეგმის შედგენაზე: თემის სათაური, თემისათვის შინაარსობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების შეტანა.  პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ვიმუშავეთ პროდუქტიულად.






суббота, 18 октября 2014 г.



ტრენინგის მესამე დღე

          ტრენინგის მესამე დღე  მეტად ნაყოფიერი იყო. დავასრულე ბუკლეტის შექმნა სასწავლო პროექტის სწავლებისათვის შერჩეული თემიდან გამომდინარე.  სააწავლო პროექტისათვის საჭირო მასალების ჩამოტვირთვა და საქაღალდეებში გადანაწილება, გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,  გადმოვიწერე ეროვნულ- სასწავლო გეგმიდან ჩემი საგნიდან გამომდინარე --სტანდარტები და ინდიკატორები.


суббота, 11 октября 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე


    ტრენინგის  პირველი დღე

         ამ ტრენინგზე გავეცანი ელექტრონული რესურსის viewer  მუშაობას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მცირე ვიდეო მასალის ნახვამ, ვისურვებდი ჩვენს სკოლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლონ მსგავს საკლასო ოთახებში, მსგავსი ტექნიკური აღჭურვილობით.
           გავეცანი სასწავლო პროცესში პროექტების ჩართულობის სიკეთეს, ვისწავლე საჭირო მონაცემების მონიშვნა, მათი შენახვა, სხვადასხვა რესურსების გამოყენება მუშაობის პროცესში, შევქმენი საქაღალდეები, გავიხსენე ბლოგის დანიშნულება ჩვენს მუშაობაში, შევქმენი ახალი ბლოგი ჩვენი ტრენინგისათვის.